მერია უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ

გარევაჭრობისგან გათავისუფლებული კიდევ ერთი ადგილი თბილისში.

სამგორის მეტროსთან გარე ვაჭრობა ნებადართული აღარ არის. ადგილზე განთავსებული ჯიხურების აღების და ტერიტორიის მოწესრიგების დავალება უკვე გაცემულია. დედაქალაქის მერია მოვაჭრეებს ვაჭრობის გასაგრძელებლად ნავთლუღის ტერიტორიაზე განთავსებულ რვა ბაზარს სთავაზობს. მოლაპარაკებების პროცესი სავარაუდოდ რთული იქნება, რადგან ადრესატები გამგეობის წინადადებას არ თანხმდებიან.