რა ვითარებაა სამტრედიის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში რომელიც 14 მარტს მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანდა. ადგილზე მზადდება შენობა-ნაგებობის გამაგრება-გაძლიერების პროექტი, ასევე ტარდება გეოლოგიური კვლევები. სამუშაოების დასრულების ვადა 2025 წლის 11 თებერვალია. სამუშაოებს ახორციელებს შპს „ნადიგო”, პროექტის ღირებულება 3 518 180 ლარია. ადგილზე დღეს დედაქალაქის მერი იყო მისული.