ბავშვთა დაცვის დღის კვირეულის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ორგანიზაცია „ჰეის“ ინიციატივით სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის საჩვენებელი გაკვეთილი გაიმართა, რომელიც ბავშვების შეგრძნების აღქმის უნარების გამომუშავებაზე იყო ორიენტირებული. ღონისძიების მიზანია საზოგადოებას გააცნონ ის შესაძლებლობები და მიდგომები, რომლებიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულმა პედაგოგმა, ხათუნა რაზმაძემ თანამოაზრეებთან და შშმ ბავშვთა მშობლებთან ერთად დანერგა. ღონისძიებას საქართველოში ისრაელის ელჩიც ესწრებოდა.