ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილისა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მიმოსვლა ორმხრივად არის შესაძლებელი. თუმცა ფერდობის ჩამოშლის გამო, სოფელ ზუდალთან სავალი გზა მცირედით დავიწროებულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ადგილზე არსებული კედელი გაბზარულია და სამუშაოების გამო, გზის სავალი ნაწილი პარაპეტებით ისედაც შემოსაზღვრული იყო, ჩამოწოლილი მიწის მასა კი პარაპეტებს არ გასცდენია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მომხდარი ხიდის მშენებლობისას კლდის მოჭრამ გამოიწვია.
რეპორტაჟი რაჭიდან.