რთველი რაჭაში

რთველი 2023-ის ფარგლებში ყურძნის კრეფის პროცესი რაჭაშიც დაიწყო.

რეგიონში მოსავალს 20-მდე კომპანია იბარებს. იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივი წარმოშობის ღვინის, ხვანჭკარას ფალსიფიცირების შესაძლო ფაქტები მინიმუმამდე იყოს შემცირებული, ჩასაბარებელი ყურძნის მონიტორინგი ყველა პუნქტში მკაცრად მიმდინარეობს. შექმნილია ბლოკპოსტებიც, რათა რეგიონში ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შეტანა არ მოხდეს. მთავრობა რთველის სუბსიდირების პროგრამას რაჭაშიც ახორციელებს. ნებისმიერი კომპანია, რომელიც მუჯურეთულისა და ალექსანდროულის ჯიშის კილოგრამ ყურძენს შვიდ ლარად ჩაიბარებს, სახელმწიფო ოთხ ლარს დაუსუბსიდირებს.