დღეიდან ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია, იმსახუროს საქართველოს თავდაცვის ძალებში, შესაძლებლობა ექნება, საწყისი საბრძოლო მომზადება თანამედროვე სტანდარტის სამხედრო ბაზაზე გაიაროს. ახალი ცენტრი დღეს ახალქალაქში გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე კი ხელმძღვანელმა პირებმა ბაზაზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებიც დაათვალიერეს.
ვაკო ორმოცაძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში – რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ბაზის არსებობა და რა სახის სამუშაოები ჩატარდა იმ ადგილზე, სადაც ადრე საბჭოთა ბაზა ფუნქციონირებდა.