საბერძნეთის მთავრობა ქამრების შემოჭერის პოლიტიკას განაგრძობს. მორიგი რეფორმების გეგმა პარლამენტმა საყოველთაო გაფიცვისა და საპროტესტო აქციების ფონზე დაამტკიცა. ათენმა კრედიტორების მოთხოვნები შეასრულა, თუმცა პროფკავშირების უკმაყოფილება გამოიწვია – ახალი კანონის ამოქმედებით საჯარო მოხელეებს გაფიცვის გამოცხადება გაურთულდებათ.