საბერძნეთი ე.წ. საავიაციო კოალიციას შეუერთდება

საბერძნეთი ე.წ. საავიაციო კოალიციას შეუერთდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, კირიაკოს მიცოტაკისთან საუბრის შემდეგ განაცხადა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს თავისუფლების დაცვაში დახმარების გაწევისთვის. უკრაინელმა პილოტებმა დანიაში F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე ვარჯიში უკვე დაიწყეს. შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას პილოტებისა და ინჟინრების წვრთნების დასრულების შემდეგ F-16-ის ტიპის გამანადგურებელს გადასცემენ. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ათენში შეხვედრის შემდეგ უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.