საბაჟო მონიტორინგი

ტვირთების საბაჟო მონიტორინგის თემაზე ხვალ ჟენევაში ქართულ-რუსულ-შვეიცარიული ერთობლივი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

საქართლოდან შეხვედრაში შემოსავლების სამსახურის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. განიხილება 2011 წლის შეთანხმების ამოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები. საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ საბაჟო დერეფნებში მონიტორინგს შვეიცარიული კომპანია განახორციელებს.

დაგეგმილ აუდიენციასთან დაკავშირებით რუსულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი გამოეხმაურა. ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ქართული მხარე ამ პროცესში 2011 წლის შეთანხმებისა და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს.