მსოფლიოს წამყვანი საავიაციო კომპანიების და აეროპორტების წარმომადგენლები თბილისში არიან. მასშტაბური საერთაშორისო საავიაციო ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება და მას 65 ავია-კომპანიის და 250-მდე აეროპორტის მენეჯერები ესწრებიან. ღონისძიების მონაწილეები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ, საავაციო ბიზნესის განსავითარებლად კონკრეტული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შესაძლებლობებს აფასებენ და და ერთი მაგიდის გარშემო სამომავლო გეგმებსაც აწყობენ.
საქართველოს სახელით ფორუმში ეკონომიკის სამინისტრო მონაწილეობს, რომელიც ქართულ ბაზარზე ახალი კომპანიების მოზიდვას ცდილობს. რამდენიმე ავია-კომპანიასთან მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია.