საავიაციო ფორუმი თბილისში

„ქონექთ-2018“ – თბილისი მასშტაბურ საავიაციო ფორუმს მასპინძლობს, რომელშიც 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. საუბარია საავიაციო ბიზნესის განვითარებაზე. საქართველო კი ცდილობს ბაზარზე ახალი კომპანიები მოიზიდოს და ამით ხელი შეუწყოს ტურიზმის განვითარებას.

სანდრო ჯუფალაკიანი ესაუბრა დღეს ფორუმის მონაწილეებს.