გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებთან შეხვედრა პარლამენტისკენ მსვლელობით, საბოლოოდ კი აქციით დასრულდა. დიდ საკონცერტო დარბაზში პარტიის ლიდერებთან ერთად ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილიც გამოვიდნენ სიტყვით.
მთავარი აქცენტი ხელისუფლების მხრიდან მათი ოჯახების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების აუცილებლობაზე გააკეთეს. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა კი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, პრობლემების მოგვარების პირობა დადეს.