სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი
რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო გიორგი მამალაძის რეზონანსულ საქმეზე, შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი. მეორე ინსტანციის მოსამართლეთა კოლეგიას მამალაძე დღეს დასკვნითი სიტყვით მიმართავს. მოხდება დაცვისა და ბრალდების მხარეების პოზიციების განხილვაც. გამამტყუნებელი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საქმეს დეკანოზის ადვოკატები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
პროცესი 13:30 საათზეა ჩანიშნული. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები არ გამორიცხავენ, პატიმრობიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, სასულიერო პირი გაათავისუფლონ.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ, შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებისთვის, მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.