მაია მწარიაშვილის განცხადება

იურიდიული ფირმა BLB-ის უფროსი პარტნიორი მაია მწარიაშვილი გიორგი მიქაუტაძის განცხადებას ბრიფინგით პასუხობს. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ბრიფინგის მთავარი მიზანი სხვა იურისტების დაშინება იყო. მაია მწარიაშვილის განცხადებით, დაანონსებული სარჩელი არ მოემსახურება კეთილსინდისიერების დადასტურების მიზნებს. მისი განმარტებით, სასამართლო დავის გარდა, არსებობს ქონების კეთილსინდისიერების დადგენის სხვა სამართლებრივი გზები.