ორბელიანის მოედანზე საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. ათონელისა და ფურცელაძის ქუჩების კვეთაზე ყოველდღიურად სხვადასხვა გასართობი ღონისძიება ტარდება, რომელსაც მომღერლები და მუსიკოსები უძღვებიან. ასევე, პროგრამის ფარგლებში, ქართველ სტარტაპერებს შესაძლებლობა მიეცათ, საახალწლო ბაზრობის ფარგლებში, გამოეფინათ და გაეყიდათ საკუთარი პროდუქცია.
ორგანიზატორების განცხადებით, ბავშვებისა და მოზარდების საახალწლო განწყობაზე თანაბრად იზრუნებენ და ყოველდღიურად მოსახლეობას განახლებულ პროგრამას შესთავაზებენ.