პირველი რესპუბლიკის მოედანზე გასართობი ღონისძიებების პროგრამა და საახალწლო ბაზრობა გრძელდება. ბავშვებისა და მოზარდების განწყობაზე დღეს გუფი ლენდმა იზრუნა. წარმოდგენილი იყო „პატარა პრინცის“ საჰაერო თეატრალიზებული დადგმა, რომლის ნახვის საშუალებაც მოქალაქეებს მომდევნო დღეებშიც ექნებათ. გარდა გასართობი პრობრამებისა, საახალწლო ბაზრობაზე გამოფენილია სტარტაპერების პროდუქცია. საახალწლო ღონისძიებები 14 იანვრამდე გაგრძელდება.