ახლა აჭარის მაღალმთიან რეგიონში გადავინაცვლოთ. „მოამბის“ გადამღები ჯგუფი ქედის რაიონის სოფელ მერისში ჩავიდა, რათა ენახა, ახალი წლის შეხვედრასთან დაკავშირებული რა ტრადიციები არსებობს დასახლებაში. მერაბ წულუკიძე და ედნარ კოჩალიძე თურმანიძეების ცნობილ ოჯახს ეწვივნენ. ამ ოჯახმა დღემდე მხოლოდ ამ სოფლისთვის დამახასიათებელი 20-მდე პოლიფონიური სიმღერა შემოინახა. უნიკალური კომპოზიციების გასაცნობად მერისს ხშირად სტუმრობენ უცხოელი ტურისტებიც. პოლიფონიური სიმღერები, ბუნებრივია, ახალ წელსაც შესრულდება. მანამდე კი თურმანიძეები „მოამბის“ მაყურებლისთვის იმღერებენ.