ყაზბეგმა, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ტრადიციულ, საახალწლო ღონისძიებას უმასპინძლა.
სტეფანწმინდის მოედანზე, ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მისული სტუმრებისათვის მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა. მოეწყო საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, წარმოდგენილი იყო საბავშვო გასართობი სივრცეები, გაიმართა კოსტიუმირებული ორკესტრისა და ზღაპრის გმირთა მსვლელობა, პატარებს თოვლის ბაბუამ საჩუქრები გადასცა. დღის ბოლოს კი საზეიმო კონცერტი გაიმართა.