თერჯოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მთელი დღის განმავლობაში თერჯოლის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი იყო ფოტოგადასაღები სტენდები, სივრცეები ბავშვებისთვის და საშობაო ბაზრობა. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტიც, რომელშიც არაერთი ცნობილი შემსრულებელი მონაწილეობდა.