თბილისში საახალწლო პროგრამა გრძელდება – სადღესასწაულოდ მორთული ორბელიანის მოედანი გასართობი ღონისძიებების ეპიცენტრია. საახალწლო სოფელი ყოველდღე სტუმრებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს. დღეს ადგილზე მყოფთა განწყობის შექმნაზე ესტრადის ცნობილი შემსრულებლები იზრუნებენ. მოწყობილია გასტრონომიული კუთხეებიც, წარმოდგენილია ათეულობით მეწარმის პროდუქციაც. პროგრამა სხვადასხვა გასართობ აქტივობას, თეატრალიზებულ წარმოდგენებსა და პერფორმანსებს მოიცავს.
თამუნა ჯალაღონიას ჩავრთავთ ორბელიანების მოედნიდან – როგორია დღევანდელი პროგრამა?