თბილისში სადღესასწაულო განწყობა შენარჩუნებულია.
ტრადიციული ხალხმრავლობაა რუსთაველის გამზირზე, მთავარ ნაძვის ხესთან, ასევე ორბელიანის მოედანზე და დედა ენის ბაღში, სადაც ყოველდღე კონცერტები და სხვადასხვა გასართობი აქტივობა იმართება. საახალწლო სოფელში დღეს შობის ზღაპარი გააცოცხლეს, გაიმართა თოჯინების თეატრის პერფორმანსიც.
ამ წუთებში ფურცელაძის ქუჩაზე ელექტრონული მუსიკის კონცერტი მიმდინარეობს – ხატია ჯამალაშვილი ესწრება ღონისძიება.