მთავრობის გადაწყვეტილებით, საახალწლო ღონისძიება იმართება ახალქალაქში, ადგილზე გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში გრძელდება.
ქალაქის ცენტრში მოეწყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ხის საახალწლო სახლები, საშობაო სოფელი. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულით უმასპინძლდება. გაიმართება კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. ხაშურის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში მოწყობილია საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. საღამოს საათებში, როგორც ადგილობრივი, ასევე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართება კონცერტები. ღონისძიებები საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.