ფოთში ნაძვის ხე აინთო – ცენტრალურ მოედანზე გამართულ საღამოზე მსმენელის წინაშე ქართული ესტრადის ვარსკვლავები წარდგნენ. ადგილობრივი მუსიკოსების და შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტები 6 იანვრის ჩათვლით არის დაგეგმილი. 7 იანვარს კი მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება.