ახალი წლის ღამეს გალა კონცერტები დედაქალაქში რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება. მზადება დაწყებულია, როგორც ძველ თბილისში, კერძოდ “ევროპის მოედანზე”, ასევე ვარკეთილში – მედიათეკის მიმდებარე პარკში და გლდანში – “სითი მოლის” პირდაპირ.
საახალწლო კონცერტები სამივე სცენაზე ერთდროულად, ღამის 11:00 საათზე დაიწყება და 3 საათამდე გაგრძელდება.
მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 31 დეკემბერს ათეულობით ნომერს შეასრულებს 184 სოლისტი, ასევე 20-მდე ბენდი და ფოლკლორული ანსამბლი.