საახალწლო კონცერტი ვარკეთილში

პოპი, ჯაზი, როკი, ფოლკი, ელექტრონული მუსიკა – წლევანდელი მთავარი საახალწლო გალაკონცერტები ჟანრობრივად მრავალფეროვანია და მისთვის 180 მუსიკოსი შეირჩა.

თუ გაინტერესებთ, როგორი შეიძლება იყოს ქართული კინომუსიკის ელექტრონული ვერსია, მაშინ აუცილებლად უნდა წახვიდეთ ვარკეთილში, მედიათეკის მიმდებარე სკვერში, სადაც საახალწლო კონცერტი ნიკა მაჩაიძის კონცეფციით იქნება წარმოდგენილი.

სცენას ასევე დაიკავებენ პირველი არხის საბავშვო მუსიკალური შოუ რანინას მონაწილეებიც.

როგორი იქნება საკონცერტო პროგრამა და კიდევ ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას, –  თამარ ფიროსმანიშვილისა და მიშა ფეიქრიშვილის ჩართვა #მოამბეში.