საახალწლო ღონისძიებები რეგიონებში

საახალწლო ღონისძიებები და სამზადისი ქვეყნის მასშტაბით – პრემიერის ინიციატივით, ყველა მუნიციპალიტეტში კონცერტები ტარდება. ასპინძაშიც მზადება დილიდან დაიწყო. მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ამ დროისთვის ადგილზე უკვე მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულით გაუმასპინძლდება. კონცერტებს მართავენ ადგილობრივი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები.

საახალწლო ღონისძიებისთვის კასპშიც ემზადებიან. უკვე მოეწყო გასართობი სივრცე, ღონისძიებას შეუერთდებიან ადგილობრივი მეწარმეები და გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ღონისძიებები კოვიდრეგულაციების დაცვით იმართება.