ტრადიცია არც წელს დაირღვევა.
სამ საათში თბილისში საახალწლო გალა-კონცერტი დაიწყება. ესტრადის ცნობილი შემსრულებლები, ანსამბლები, სიმფონიური ორკესტრი და სხვადასხვა ცნობილი მუსიკალური შოუს მონაწილეები სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად მრავალფეროვან პროგრამას წარმოადგენენ. ეს იქნება ორ ნაწილად დაყოფილი თეატრალიზებული შოუ ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ქართული საახალწლო სიმღერების თანამედროვე ვერსიებით, უცხოური ჰიტებით, საშობაო ნაწარმოებებით, კინომუსიკით გალა-კონცერტს პირველი რესპუბლიკის მოედანი უმასპინძლებს, სადაც ამ წუთებში რეპეტიცია მიმდინარეობს.
„ევროპული ქალაქიდან ევროპაში“ – ასე ჰქვია საახალწლო კონცერტს, რომელიც ზუსტად ღამის 12:00 საათზე დაიწყება და ორი საათის განმავლობაში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს გრანდიოზულ შოუს 200-ზე მეტი შემსრულებელი წარუდგენს. საახალწლო პროგრამა 30 მუსიკალურ ნომერს აერთიანებს. მოცეკვავეებთან და მომღერლებთან ერთად კონცერტს მუსიკალურად ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით გააფორმებს.