ატრაქციონები, ზღაპრის გმირები, სამეწარმეო ჯიხურები, ყინულის მოედანი და თოვლის ბაბუას სახლი – ეს იმ აქტივობების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც თბილისში საახალწლო სოფელში მისულ სტუმრებს დახვდებათ. ცუდი ამინდის მიუხედავად, დედაენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე წინასაახალწლო ზეიმი გრძელდება. დღევანდელ საღამოს ჯგუფი „ქილიჯის“ კონცერტი დაასრულებს.