„დღეს, როცა სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას ვზეიმობთ, ჩვენს თვალწინ არიან ჩვენი დროის ახალმოწამენი, რომელთა შორის არიან ბავშვები, ქალები, მოხუცები, ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდები, მათ შორისაა არაერთი ჩვენი ღირსეული თანამემამულე, უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული, რუსული სამხედრო აგრესიის მსხვერპლნი რომ გახდნენ“, – აღნიშნა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა, რომელმაც სააღდგომო ლიტურგია ფოთის საკათედრო ტაძარში ჩაატარა.