რუსთავში აშშ-ში მოღვაწე ქართველი მხატვრის გამოფენა გაიხსნა

რუსთავში ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვრის მემორიალური გამოფენა გაიხსნა. 38 ნიმუში ტილოსა და მუყაოზე არის შესრულებული. გიორგი ცინცაძე ერთი წლის წინ, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ნამუშევრები აშშ-დან ოჯახმა ერთი თვის წინ ექსპოზიციისთვის ჩამოიტანა.

ღონისძიება რუსთავის სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით მოეწყო.