ქალაქ რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი მერიამ უკვე მეორედ გადაუგზავნა საკრებულოს.
რუსთავის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საწყისი ვერსია 87 მილიონი ლარით განისაზღვრა. საკრებულომ, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს, ბიუჯეტი ერთხელ უკვე დაიწუნა და მერიას უკან დაუბრუნა. საკითხზე მომდევნო სხდომა 23 დეკემბერს უნდა გამართოს.
შეძლებენ თუ არა მხარეები შეთანხმებას, რა პოზიციები აქვთ რუსთავის საკრებულოში და მერიაში და რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქალაქი, თუ 2023 წლის ბიუჯეტი ჩავარდება, – რუსუდან ლოლაძე დეტალებით.