„რუსთავი ორის“ ყოფილი ფინანსური დირექტორის რამდენიმესაათიანი გამოკითხვა დასრულებულია. მთავარი პროკურატურის დატოვების შემდეგ, კახა დამენია მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განმარტა, რომ შეკითხვები ძირითადად კომპანიის შემოსავლების შესახებ დაისვა. საქმის პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობს დამენიას ადვოკატი. დეტალურ ინფორმაციას კი, მოწმის სტატუსით დაბარებული, ყოფილი ფინანსური დირექტორი და მისი უფლებადამცველი არ ასაჯაროვებენ და ამბობენ, რომ გაუთქმელობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.