ნიკა გვარამიას საქმე

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ასევე, მასთან ერთად ბრალდებული ორი პირის, „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. კერძოდ კი, პროკურატურა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ დასაკითხ პირთა სიიდან 45 მოწმის მოხსნას, ასევე, „სასამართლოს მეგობრის“ სტატუსით, სახალხო დამცველის მოსაზრების, როგორც მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას მოითხოვს.

ზურაბ იაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია ქიბარ ხალვაშის, ნინო ნიჟარაძისა და კობა ბექაურის დაკითხვას ითხოვს. როგორც ადვოკატი აცხადებს, პროკურატურამ გამოძიება ტენდენციურად აწარმოა. ადვოკატები ასევე მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ არსებული სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვენ.

დატოვე კომენტარი