ოპოზიციის ბრალდება და ხელისუფლების პასუხი

„რუსთავი ორის“ მფლობელის ცვლილება და არხზე მიმდინარე პროცესები პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.

ცალკეული ოპოზიციური ძალები ხელისუფლებას ოპონენტთა წინააღმდეგ რეპრესიების დაწყებაში ადანაშაულებენ და სწორედ ამ ბრძოლის ნაწილად განიხილავენ „რუსთავი ორის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებსაც.

მწვავე კრიტიკის დროს ბრალდებების მთავარ სამიზნედ კვლავ მთავარი პროკურატურა რჩება, რომელსაც ოპოზიცია ბოლო ორ თვეში აღძრულ გახმაურებულ საქმეებს ახსენებს და ამ საქმეების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს.

საპასუხო განცხადებებში ხელისუფლებამ ოპონენტებს წარსული კიდევ ერთხელ შეახსენა.

 

დატოვე კომენტარი