გამოკითხვა პროკურატურაში

გენერალურ პროკურატურაში, სარეკლამო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით კომპანია „ინტერმედიას“ ერთ-ერთი მეწილის, კახა ანჯაფარიძის გამოკითხვა 4 საათი გაგრძელდა.

საუბარია 2015 წელს „რუსთავი 2“-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე. გამოკითხვის დეტალებზე მოწმეს არ უსაუბრია და აღინიშნა, რომ მას გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დადებული. მისივე თქმით, დაკითხვა კონსტრუქციულ და საქმიან რეჟიმში მიმდინარეობდა. ადვოკატი გამორიცხავს, რომ საქმის წარმოების პროცესში მოწმე კახა ანჯაფარიძეს სტატუსი შეეცვალოს და ბრალი წარედგინოს. ასევე ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ამ ხელშეკრულებით „რუსთავი 2“-მა მიიღო დიდი მოგება და ყოფილი გენერალური დირექტორის მიმართ წაყენებული ბრალდება აბსურდულია.