„რუსთავი 2-ის“ თანამშრომლები კი სარედაქციო პოლიტიკის გარანტიისთვის, არხის ახალ მფლობელსა და დირექტორს კონკრეტულ გეგმას სთავაზობენ, რაც სამ პუნქტს ითვალისწინებს. შეიქმნას „რუსთავი 2-ის“ საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. კონკრეტული შემადგენლობა, კომპანიის თანამშრომლებმა თავად დაასახელეს, რომელსაც კიდევ ორი წარმომადგენელი უნდა დაემატოს. მათ შერჩევას კი ახალი მფლობელსა და დირექტორს ანდობენ.
სწორედ საბჭოსთან შეთანხმებით უნდა განხორციელდეს საკადრო ცვლილებები, თვლიან „რუსთავი 2-ის“ თანამშრომლები. მეორე – დაწესდეს მორატორიუმი ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე ამ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნამდე. და კიდევ ერთი – არხის ახალმა მენეჯმენტმა აიღოს ვალდებულება და არ განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის არხის მაღალრეიტინგული გადაცემების მომზადებასა და ეთერში გაშვებას. აღნიშნულია „რუსთავის 2“-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების ერთობლივ მიმართვაში.
ტელეკომპანიის გუნდის წინადადებებს უკვე გამოეხმაურა პაატა სალია, რომელიც კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ თანამშრომელთა გათავისუფლება არ იგეგმება, მათ მიერ წარდგენილ გეგმას კი არხის მფლობელს გააცნობს.