„რუსთავი 2“-ის საქმე

საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმეზე პირველი მოსმენა გაიმართა. საქმე ეხება ტელეკომპანიის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელს. როგორც მოსარჩელე მხარემ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სასამართლომ მათი შუამდგომლობის მხოლოდ ნაწილი დააკმაყოფილა. ადვოკატის განაცხადებით, ისინი სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის მოწმედ გამოძახებას ითხოვდნენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ივანიშვილი აღნიშნულ საქმეზე გარკვეულ ინფორმაციას ფლობს. აღნიშნული გაუგებარია „რუსთავი 2“-ის ინტერესების დამცველი პაატა სალიასთვის, თუმცა, მისი განმარტებით, გარკვეულ შუამდგომლობებს იზიარებდა. შეგახსნებთ, რომ სასამართლომ ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში, დვალისა და აქიმიძის მიმართვის საფუძველზე „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილი დააყადაღა.

მოამბე