რუსთაველის თეატრი გასტროლით ქუთაისს ეწვია. ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იყო სპექტაკლი „ჰედა გაბლერი“, რომლის რეჟისორიც თათა პოპიაშვილია. გასტროლი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.