აზერბაიჯანში მოქმედი ქართული თეატრი რუსთაველის ექსპერიმენტულ სცენაზე

15:22, 24.04.2024

აზერბაიჯანში მოქმედმა ილია ჭავჭავაძის სახელობის კახის სახელმწიფო ქართულმა დრამატულმა თეატრმა სპექტაკლი წარმოადგინა. რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ვახტანგ ანდიაშვილის „დაცემული ანგელოზის უკანასკნელი თავშესაფარი“ შესრულდა. სპექტაკლი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების შესახებ მოგვითხობს, რომელთაც საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება უჭირთ.

 

მსგავსი