რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოსთან, ისევ აქციისთვის ემზადებიან. ანტისაოკუპაციო გამოსვლების დაწყებიდან, რომელსაც პოლიტიკური მოთხოვნებიც ახლდა თან, უკვე ერთი თვე გავიდა. ორგანიზატორები თანამოაზრეებს პარლამენტთან დღესაც 19:00 საათზე ელოდებიან.
დღის განმავლობაში კი, ორგანიზატორებმა თბილისის ქუჩებში პოსტერები გააკრეს წარწერით – „უკვე ერთი თვეა ცალი თვალით გიყურებ და მეორეს აღარასოდეს დავხუჭავ“.
საპროტესტო გამოსვლა კი ერთ საათში უნდა დაიწყოს.