„ნაციონალური მოძრაობის“ აქციები - შეფასებები

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქციებს განაგრძობს. პროტესტის შეწყვეტას ოპოზიციურ პარტიაში იქამდე არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. შიდა არჩევნებიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ, პარტიაში ამჯერად პროტესტის მიმდინარეობაზეც დავობენ. ამ ფორმას ნიკა მელიას თანამოაზრეები არ უერთდებიან და უფრო აქტიური მობილიზების აუცილებლობაზე მიუთითებენ. შეუთანხმებელ თემად რჩება საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობის გაგრძელების საკითხიც.

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ პარტია, ფაქტობრივად, დაშლილია და პოლიტიკური მომავალი არ აქვს.