„IDS​ ბორჯომის“ შეთავაზება მთავრობას

სანქციების გამო გაჩერებული „ბორჯომი“ ხელისუფლების პასუხს ელოდება.

კომპანია მზად არის, აქციების ნაწილი მთავრობას უსასყიდლოდ დაუთმოს. ეს კი ნიშნავს, რომ ხელისუფლებას კომპანიის მართვაში მონაწილეობის უფლება ექნება. ასეთ შემთხვევაში ჩნდება პერსპექტივა, რომ „ბორჯომის“ ჩამომსხმელმა ორივე ქარხანამ შეჩერებული საწარმოო პროცესი ისევ განაახლოს და ასეულობით თანამშრომელი სამუშაო ადგილის გარეშე არ დარჩეს. ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიის შეთავაზების შესწავლა უკვე დაიწყო.

„ბორჯომმა“ წარმოების შეჩერების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ფინანსური ოპერაციების შესრულების პრობლემა შეექმნა. კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი სანქცირებულთა სიაში მოხვედრილი რუსი ბიზნესმენია.