2021 წლის პოლიტიკური მოვლენები

2021 წელი რთული და გამოწვევებით სავსე იყო ქართული პოლიტიკისთვის.

მიმდინარე წელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისის განმუხტვის მცდელობით დაიწყო. პროცესი ხანგრძლივი და საკმაოდ რთული აღმოჩნდა. იმდენად რთული, რომ ევროკავშირიდან შუამავლის ჩართვა გახდა საჭირო. მოლაპარაკებების დაუსრულებელი რაუნდები, მედიაციით შეცვლილი ფასილიტაცია, 19 აპრილის შეთანხმება, დღემდე სადავო რეფორმები, ოპოზიციის დაბრუნება პარლამენტში და რამდენიმე თვეში თავიდან დაწყებული ბოიკოტი, 5 ივლისი, ქვეყნიდან 8 წლის წინ წასული ყოფილი პრეზიდენტის დაბრუნება და მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში.

აქციები, ბოიკოტი, პოლარიზაცია – ეს არის სიტყვები, რომლებიც თითოეულ თქვენგანს 2021 წელს ყველაზე ხშირად ესმოდა. არაერთი მცდელობის მიუხედავად პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

სალომე ქოქიაშვილი გაგვახსენებს, როგორი იყო 2021 წლის ქართული პოლიტიკა.

დატოვე კომენტარი