მმართველი გუნდის პოზიცია

„ნაციონალური მოძრაობის“ აქციებზე საპასუხოდ მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციის ნაწილი ვითარების დაძაბვას მიზანმიმართულად ცდილობს. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ დესტრუქციულ ძალებს არ მისცემენ ქვეყნის არევის შესაძლებლობას.

მათი განმარტებით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, მაგრამ ნებისმიერ სამართალდარღვევას კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.