საქართველოდან გაძევებულმა რუსმა დიპლომატმა ქვეყანა უკვე დატოვა.
მოწამლული სკრიპალების საქმეზე ლონდონის სოლიდარობის ნიშნად გადადგმულ ნაბიჯს კრემლი საერთაშორისო ზეწოლით ხსნის და რუსეთის იმიჯის შელახვის მცდელობად აფასებს. მოსკოვი ისევ ადეკვატური ზომებით იმუქრება. თბილისიდან კი რუსეთის ხელისუფლებას ახსენებენ, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და გადაწყვეტილებებს ეროვნული ინტერესებით იღებენ.