სერგეი ლავროვი სკრიპალის საქმეზე საერთაშორისო რეაქციას „ბავშვურ თამაშებს“ უწოდებს
სერგეი ლავროვი სკრიპალის საქმეზე საერთაშორისო რეაქციას „ბავშვურ თამაშებს“ უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეზე საერთაშორისო რეაქციას „ბავშვურ თამაშებს“ უწოდებს.

როგორც BBC წერს, მან ბრიტანეთი და დასავლელი პარტნიორები „ყველა მიღებული ქცევის ნორმის უგულებელყოფასა“ და „​ტყუილებისა და დეზინფორმაციის ღიად გავრცელებაში“ დაადანაშაულა.

ბრიტანეთის მიერ სკრიპალების მოწამვლაში რუსეთის დადანაშაულების გამო, სანქციის სახით 29 ქვეყანამ რუსი დიპლომატები გააძევა.

სერგეი ლავროვმა ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთსა და რუსეთს შორის მზარდი დაძაბულობა და ის ცივ ომს შეადარა.

„კლასიკური ცივი ომის პირობებშიც კი არსებობდა წესები და მიღებული ქცევის ნორმები. ვფიქრობ, დასავლელმა პარტნიორებმა, განსაკუთრებით დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა, ასევე რამდენიმე ქვეყანამ, რომლებმაც ბრმად მიბაძეს მათ, უგულებელყვეს ყველა მიღებული ნორმა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დიპლომატების გაძევებით დასავლეთი რუსეთთან დიალოგის შესაძლებლობებს ამცირებს.