საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში

კიდევ ერთი ქართული საპარლამენტო დელეგაცია კი დიდ ბრიტანეთშია. ევროინტეგრაციის პროცესში გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის გაზრდა ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. გაიმართა შეხვედრა საქართველო-დიდი ბრიტანეთის მეგობართა ჯგუფის ფორმატში. ქართველი დეპუტატები ენერგოუსაფრთხოების კონფერენციასაც დაესწრნენ, სადაც გეოპოლიტიკური გამოწვევების და გაუარესებული უსაფრთხოების ფონზე ენერგოდამოუკიდებლობის და დივერსიფიკაციის გზებზე მსჯელობდნენ.