BBC-ის ინფორმაციით, რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს. მანამდე, ბალტიის ქვეყნებმა – ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტეს.
ამასთან, რუსეთის ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე უკვე დახურეს დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა, ჩეხეთმა და ბულგარეთმა.
ასევე უკრაინული მედიის ცნობით, გერმანიის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე, რუსული თვითმფრინავებისთვის დაიკეტება.