გასულ ღამეს რუსებმა ხარკოვის ოლქზე თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. თავდასხმის შედეგად ჩამოინგრა სამსართულიანი სასტუმრო. როგორც ცნობილია, ორი ბავშვია გარდაცვლილი, ხოლო სამი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ქვეყნის ეკონომიკურ სიტუაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინამ გასული წელი 5%-იანი ეკონომიკური ზრდით დაასრულა.ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება ბიზნესი, რათა იმოქმედონ ლეგალურ გარემოში, რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილის შენარჩუნებისა და შექმნის მიზნით.