უკვე მეორე დღეა მელიტოპოლში აფეთქებების ხმა ისმის. როგორც ქალაქის მერი „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე წერს, მელიტოპოლის ჩრდილოეთ ნაწილისა და მიმდებარე ქალაქების მცხოვრებლებმა ძლიერი აფეთქებების ხმა გაიგეს ტოკმაკიდანაც. თუმცა, დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამასთან, გასულ ღამეს უკრაინულმა მხარემ „შაჰიდის“ ტიპის ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. როგორც უკრაინული საჰაერო ძალები აცხადებს, ორივე მათგანი ხარკოვის რეგიონის საზღვრებში გაანადგურეს.